„რა თქმა უნდა გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებული, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს“ – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. მე გულწრფელად და მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა და დაგპირდეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება; დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება. დარწმუნებული ვარ საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს