დასალევი ხილ–ბოსტენული „კეთილი და პატიოსანი“ საწებლების წარმოების დაწყებას გეგმავს.

 

როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა გიორგი ახალაძემ უთხრა, „კეთილი და პატიოსანი“ მაისიდან ახალი პროდუქციის წარმოებას იწყებს და საწებლების ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.

 


„პირველ ეტაპზე შიდა ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ, შემდეგ უკვე პროდუქციას შევთავაზებთ საერთაშორისო ბაზრებსაც. ამ ეტაპზე ნიმუშები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გაგზავნილი გვაქვს და ვნახოთ როგორ მიიღებენ ამ სიახლეს. მოგეხსენებათ, ცოტა სპეციფიკური გემოს საწებლები გვაქვს საქართველოში, ჩვენ რაც მოგვწონს ასეთ სიმწარეს არ არიან უცხოელები მიჩვეული, ამიტომ ექსპორტზე განსაკუთრებულ იმედებს არ ვამყარებთ.

საწებლების რამდენიმე ვერსიას შევთავაზებთ ბაზარს, მათ შორის იქნება ტყემლის და პომიდვრის გემოებიც. ჩავატარეთ სპეციალური კვლევა და ეთნოგრაფიული ექსპედიცია 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რა დროსაც მოვიპოვეთ ძველი და საინტერესო რეცეპტები, სწორედ ეს იქნება ჩვენი პროდუქციის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი“, — აღნიშნავს გიორგი ახალაძე.

 


„კეთილი და პატიოსანი“ გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის“ საწარმოში მზადდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი დოლარია.