ქართული კოსმეტიკური ბრენდი Marika Cares-ი პირველი შოურუმი მოაწყო და ერთგულ და ახალ მომხმარებლებს ძველი ახალი პროდუქცია, ნატურალურ და უნიკალურ ინგრედიენტებზე დამზადებული სახისა და თავლს საცხები, შრატები და სკრაბები წარუდგინა.

„კომერსანტთან“ საუბრისას ქართული კოსმეტიკური ბრენდი Marika Cares-ის შემქმნელი და კოსმეტოლოგი მარიკა ჯიქია აცხადებს, რომ სამომავლოდ შოურუმების მოწყობას თბილისის შემდეგ საქართველოს რეგიონებშიც გეგმავს. კომერსანტი მარიკა ჯიქიას ქართული კოსმეტიკური ბრენდის უპირატესობებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას?

მარიკა ჯიქია, Marika Cares-ის შემქმნელი და კოსმეტოლოგი: ყველა ჩემ საცხს სამი რამ აქვს საერთო, რაც ბაზარზე არსებული იმპორტირებული თუ ადგილობრივად წარმოებული საცხებისგან გამოარჩევს: აბსოლუტურად ნატურალური კრაფტ საცხები, რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს; უნიკალური ინოვაციური ფორმულები, რომელსაც გამორჩეული ინგრედიენტების სწორად შეზავებითა და დოზირებით ვქმნი, რადგან უწყვეტი განვითარება ჩვენი ბრენდის სტრატეგიაა და უცვლელად მაღალი ხარისხი, რაც ჩემი მომხმარებლების სიყვარულის „ბრალია“.

2023 წლიდან რა სიახლეები გაქვთ საცხებისა და შრატების ასორტიმენტში და რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ყველაზე დიდი აღფრთოვანება მომხმარებლის მხრიდან  ჩემს სამ პროდუქტს მოჰყვა. პირველი არის კრემი, რომელიც დამზადებულია იაპონურ მცენარეზე, რომელსაც იაპონურ ვარსკვლავს უწოდებენ. ეს მცენარეა აშიტაბა. ის თავისი ანტიასაკობრივი და დამატენიანებელი მოქმედების გამო აღმოჩენა გახდა მთელი მ

სოფლიოსთვის. მისი წამყვანი ინგრედიენტისა და ინოვაციური ფორმულის გამო საქართველოში ამ კრემს ანალოგი არ აქვს.

მეორე სიახლე - უკვე საუკუნეებისგან გამოცდილ ინგრედიენტ ჟეშენზე დამზადებული კრემია. ჟენშენი ნაოჭებს ებრძვის სამი გზით: იმდენად ბევრია მის შემადგენლობაში D და B12 ვიტამინი, რომ ის უჯრედებში ჟანგბადის მიმოქცევას აჩქარებს, კოლაგენის წარმოების „აფეთქებას“ ახდენს და ინტენსიურად წარმოქმნის კოლაგენს. ამას გარდა, კანის ელასტიკურობას ზრდის, შეშუპებას ხსნის და კანს ჟანგბადით ამდიდრებს.

უახლესი პროდუქტი მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული საცხი „მინერალსია“. მკვდარი ზღვის მინერალები შეიცავს სილამაზის 26 მიკროელემენტს, რომელთა შორისაა კალციუმი, მაგნიუმი, ბრომი. კალციუმი - ამკვრივებს კანს, მაგნიუმი - აცხრობს შეშუპებას, ბრომი კი ხსნის დაჭიმულობას და ებრძვის მიმიკურ ნაოჭებს.

შოურუმზე რაიმე ახალი პროდუქტი ხომ არ წარმოადგინეთ?

ჩვენი მომხმარებლების სურვილი იყო რომ შოურუმი გვქონოდა. ამან დიდი მოტივაცია მოგვცა. მიხარია, რომ შოურუმზე ბევრმა ადამიანმა შეძლო მოსვლა, გვქონდა მეგობრული სალონური ატმოსფერო. მომხმარებლებს მიეცათ ყველა საცხის დატესტვის საშუალება, მათ შორის უახლესი კრემი „მინერალსისა“ და სკრაბის. ვიმედოვნებ, რომ მომავალში რეგიონებშიც შევძლებ შოურუმების მოწყობას.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლო გეგმებში შედის უწყვეტი განვითარება, ახალი ინოვაციური პროდუქტის შექმნა და რეგულარული შოურუმის მოწყობა, სადაც ჩვენი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო გარემოს შევქმნით, რომ მშვიდად დატესტონ ყველა პროდუქტი და დროებით მოწყდნენ ყოველდღიურ სტრესულ გარემოს