„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ თბილისში ახალ ფილიალს ხსნის. როგორც კლუბის დირექტორმა გიორგი ასათიანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ახალი ფილიალი ძირითადად აუზზე და ველნესზე იქნება გათვლილი.

მისივე ინფორმაციით, ფილიალი, სავარაუდოდ, ზაფხულში გაიხსნება.

„ლისი ვერანდასთან“ პარტნიორობით იხსნება ახალი ფილიალი, რომელიც შესაბამისად, განთავსებული იქნება „ლისი ვერანდას“ ტერიტორიაზე. ეს იქნება 25 მეტრიანი აუზი, მზის აბაზანების სივრცით, საუნებით, სპა და ფიტნეს დარბაზით და ასევე, „ოკტოპუსის“ კაფით. გარდა ამისა, აღნიშნულ ფილიალში იქნება პილატეს რეფორმერის დამოუკიდებელი სტუდია", - აცხადებს გიორგი ასათიანი.

მანვე აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა საშუალოდ 18%-ით არის გაზრდილი.

„ოკტოპუსში“ ყოველთვის იყო მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან. ამჟამად, ჩვენი მომხმარებლების 15-20% არის უცხოელი. გვიხარია, რომ ფიტნესს რეგიონშიც მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს ბათუმის ფილიალშიც. შესაბამისად, სამომავლოდ რეგიონების მასშტაბით გაფართოებასაც განვიხილავთ", - აცხადებს „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, ფიტნეს კლუბი „ოკტოპუსი“  2016 წლის ზაფხულში გაიხსნა. დღეს ის 5 ფილიალით არის წარმოდგენილი. „ოკტოპუსი“ აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის Lifefitness-ის და Tecnogym-ის ტრენაჟორებით.

კლუბი გამორჩეულია ავანგარდული ინტერიერით, სადაც შერწყმულია მაქსიმალური სიმყუდროვე და კომფორტი და მორგებულია ყველა ტიპის მომხმარებელზე.

წყარო: bp.ge