რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას „რომა ჯელატოს“ დამფუძნებელმა თამუნა უდესიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ნაყინი 5-10 პროცენტით გაძვირდა.
მისივე თქმით, გაძვირების მთავარ მიზეზებს ნედლეულისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა წარმოადგენს.
„წელს მოგვიწია ნაყინის გაძვირება. ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. პირველი ის, რომ ჩვენ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ხოლო ადგილზე ნედლეულის გაძვირებამ ზეგავლენა, ბუნებრივია, მოახდინა ჩვენზე. ჩვენ სრულად ყველაფრის იმპორტს იტალიიდან ვახორციელებთ, აქედან გამომდინარე ფასების ზრდის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ესაა. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც ნაყინის გაძვირებაზე იმოქმედა არის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი. ამ ფაქტორების ფონზე, 5-დან 10 პროცენტამდე მოგვიწია ნაყინის გაძვირება“, - აცხადებს თამუნა უდესიანი.