„ცივი გაზაფხულის ფონზე ნაყინის გაყიდვები არ გაზრდილა“ - ამის შესახებ კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას „რომა ჯელატოს“ დამფუძნებელმა თამუნა უდესიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიას B2B მიმართულებით ნაყინის გაყიდვები შეუმცირდა, რომელიც ერთგული მომხმარებლების მოთხოვნის ხარჯზე დაბალანსდა.
“წელს გაზაფხული ცივი ამინდებით გამორჩეული პერიოდია გასულ წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ნაყინის გაყიდვების ტენდეცია თითქმის იგივე ნიშნულზეა, რაც გასულ წელს გვქონდა. ზრდა ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ცივი გაზაფხული გვაქვს.
ჩვენ გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომელთა ხარჯზეც გაყიდვების შემცირება არ გვაქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ B2B მიმართულებით მიმდინარე წელს შეინიშნება გაყიდვების კლება გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი სანაყინე ამ დრომდე არ გახსნილა, ან თუ გაიხსნა იქაც დაბალი მოთხოვნაა“. - განაცხადა თამუნა უდესიანმა.