ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მგზავრობის ფასები გამოცხადდა.
ABC.AZ-ის ცნობით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) განცხადება გაავრცელა.
ბილეთების ფასები შემდეგია:
- ბაქო-თბილისი — 81 მანათიდან (დაახლოებით 127 ლარი)
- ევლახი-თბილისი — 67 მანათიდან (დაახლოებით 105 ლარი)
- განჯა-თბილისი — 62 მანათიდან (დაახლოებით 97 ლარი)
- აღსტაფა-თბილისი — 57 მანათიდან (დაახლოებით 90 ლარი)
- ბოიუკ კესიკი-გარდაბანი — 51 მანათიდან (დაახლოებით 80 ლარი)
ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მგზავრობა თანამედროვე Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება.


