რადიო მაუწყებლობის სახეობებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა ემატება. საქმე ისაა, რომ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის შესაძლებლობა ექნებათ, - ამას ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე მოხდება.

ლიცენზიის ოდენობა 2 000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

ინიციატორთა შეფასებით, “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ - შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს თაობათა შორის ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას, ახალი კულტურულ-შემოქმედებითი იდეების დაბადებას, განვითარებას, ხორცშესხმასა და ქვეყნის კულტურულ სივრცეში აკუმულირებას“.