ზაფხულის დადგომასა და ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება აუზების თემაც. როგორია მომსახურება, რა ღირს, რა დამატებით სერვისებს სთავაზობს ვიზიტორებს და ასე შემდეგ. გარდა ამ საკითხებისა, „კომერსანტი“ აუზების ფინანსური მონაცებით დაინტერესდა და გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელია საქართველოში 5 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საცურაო აუზი.
საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტლის მონაცემები ემთხვევა 2022 და 2021 წლის მონაცემებს .
ტოპ 5 აუზი ბრუნვის მოცულობის მიხედვით და მათი მფლობელები (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
- შპს ავტოგრაფი
დაფუძნდა 2019 წელს, დირექტორი - იონა ქობულია, პროკურისტი - ნინო ბიბილაშვილი, კომპანიის 100%-ის მფლობელი იონა ქობულია. აღნიშნული კომპანია მართავს ვაკის საცურაო აუზს - შპს არენა
დაფუძნდა 2010 წელს. მისი დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც გურამ გოგოლაძეა. სავაჭრო მარკა: სპორტკომპლექსი არენა. მოიცავს საცურაო აუზს და სხვა სპორტულ ობიექტებს. კომპლექსი თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. - შპს მონიო
დაფუძნდა 2001 წელს. დირექტორი დავით შავერდაშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი კი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. სავაჭრო მარკა: ოლიმპიკი. ობიექტი მოიცავს აუზს და სხვა სპორტულ ობიექტებს - შპს ნეპტუნი
დაფუძნდა 2001 წელს, დირექტორი - ეკა დოლიძე. 50%-ს შპს სილქ როუდ ტრანსი, 50%-ს კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ ეს.ეი ფლობს, თსვის მხრივ შპს სილქ როუდ ტრანსის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში დაფუძნებული CH-660-1830002-7, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქ როუდ გრუპ (შვეიცარია) ეს ეი, არის. სპორტ-კომპლექსში გაერთიანებულია საცურაო აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, საუნები და ის ჭავჭავაძის გამზირზე 49ა-ში მდებარეობს. - შპს სპორტმშენსერვისი
დაფუძნდა 1999 წელს. დირექტორი გერონტი ცინდელიანი. შპს-ს 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. წილის მმართველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
სპორტმშენსერვისის ფილიალებს შორისაა ოლიმპიური აუზი - ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.