ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საცურაო აუზების გეგმურ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება საცურაო აუზის ჰიგიენური ნორმები; წყლის სინჯებზე ტარდება ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა. ინფორმაციას „ბიზნეს-ინსაიდერი“ ავრცელებს.

შემოწმებას ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.