რომელია საქართველოში  10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე სპორტული და ფიტნეს ობიექტი. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, ტოპ 10 სპორტული და ფიტნეს ობიექტი ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს ოკტოპუსი
  • შპს სპორტმშენსერვისი
  • შპს ავტოგრაფი
  • შპს თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
  • შპს ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
  • შპს ჯორჯია ფიტნეს ცენტრი (სნეპ ფიტნესი)
  • შპს ნეპტუნი
  • შპს არენა
  • შპს ლეგიონი
  • შპს ასპრია ონლაინ

რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს ჩამონათვალში შემდეგი ობიექტები შედიოდნენ. (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს არენა
  • შპს თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
  • შპს ოკტოპუსი
  • შპს სპორტმშენსერვისი
  • შპს ავტოგრაფი
  • შპს ნეპტუნი
  • შპს მონიო
  • შპს ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
  • შპს ჯორჯია ფიტნეს ცენტრი (სნეპ ფიტნესი)
  • შპს ასპრია ჯგუფი

როგორც ჩამონათვალიდან ჩანს, ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა 2022 წელს ათეულში შპს მონიო შპს ლეგიონმა ჩაანაცვლა.

რაც შეეხება ფიტნეს და სპორტული ობიექტების მფლობელებს.

  • შპს ოკტოპუსი

    დაფუძნდა 2015 წელს. დირექტორი გიორგი ასათიანი. კომპანიის 80% წილის მფლობელი თავად გიორგი ასათიანია, 20%-ს კი მერი გურული ფლობს.ოკტოპუსს თბილისში 3 ფილიალი აქვს, ოკტოპუს სითი მოლი ქავთარაძის ქუჩაზე,ოქტოპუს ვაკე ნინო რამიშვილის ქუჩაზე და ოქტოპუს საბურთალო სანდრო ეულის ქუჩაზე.

  • შპს სპორტმშენსერვისი

    დაფუძნდა 1999 წელს. დირექტორი გერონტი ცინდელიანი. შპს-ს 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა. წილის მმართველი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
    სპორტმშენსერვისის ფილიალებია ოლიმპიური აუზი - ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სპორტის სასახლე ბათუმში, სპორტის სასახლე თელავში, სპორტის სასახლე გორში. სპორტმშენსერვისი ისანი სამგორის რაიონში. სპორტული არენა თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე, ტანვარჯიშის სასახლე ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

  • შპს ავტოგრაფი

    დაფუძნდა 2019 წელს, დირექტორი - იონა ქობულია, პროკურისტი - ნინო ბიბილაშვილი, კომპანიის 100%-ის მფლობელი იონა ქობულია. აღნიშნული კომპანია მართავს ვაკის საცურაო აუზსა და ფიტნეს კლუბს

  • შპს თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი

    დაფუძნდა 2016 წელს. დირექტორი - პოლ პოჰი  /ესტონეთი/ დირექტორი - სერგეი მილერს /ლატვია/.
    შპს-ს 100%-ის მფლობელი ესტონეთში დაფუძნებული კერძო კომპანია Skinest Air OU, კომპანიის ობიექტი - თბილისი ჰილსის გოლფის კლუბი ქვემო თელეთში მდებარეობს

  • შპს ჯორჯიან ფიტნეს გრუპი

    დაფუძნდა 2016 წელს, დირექტორი - რევაზ მაყაშვილი, კომპანიის 50-50%-ს ფლობენ მოქალაქე ვიქტორ გელოვანი და საქართველოს მოქალაქე ნინო გორდელაძე, შპს ჯორჯიან ფიტნეს გრუპი წარმოადგენს World Class Georgia-ს, რომელიც საერთაშორისო ფიტნესბრენდის World Class-ის პირველი ოფიციალური ფრენჩაიზ კლუბია საქართველოში. სპორტული ობიექტი მელიქიშვილის 1 ნომერში, ფილარმონიის შენობაში მდებარეობს.

  • შპს ჯორჯია ფიტნეს ცენტრი

    დაფუძნდა 2015 წელს. დირექტორი - სოფიო სოლოღაშვილი. კომპანიის 41.25%-ს ივანე გაგუა, 18.75%-ს სვეტლანა დიასამიძე,  40%-ს კი გიორგი ალავიძე ფლობს. სავაჭრო მარკები: სნეპ ფიტნესი, ფლობს 4 ფილიალს თბილისში:ცინცაძის, ყაზბეგისა, ჭავჭავაძის ქუჩებზე და ალექსიძის ქუჩაზე „ქინგ დევიდში“.

  • შპს ნეპტუნი

    დაფუძნდა 2001 წელს, დირექტორი - ეკა დოლიძე. 50%-ს შპს სილქ როუდ ტრანსი, 50%-ს კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ ეს.ეი ფლობს, თსვის მხრივ შპს სილქ როუდ ტრანსის 100%-ის მფლობელი  შვეიცარიაში დაფუძნებული CH-660-1830002-7, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქ როუდ გრუპ (შვეიცარია) ეს ეი, არის. სპორტ-კომპლექსში გაერთიანებულია საცურაო აუზები, სატრენაჟორო დარბაზები, საუნები და ის ჭავჭავაძის გამზირზე 49ა-ში მდებარეობს.

  • შპს არენა

    დაფუძნდა 2010 წელს. მისი დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც გურამ გოგოლაძეა. სავაჭრო მარკა: სპორტკომპლექსი არენა. მოიცავს  საცურაო აუზს, სპორტული კომპლექსს, სქვიშის დარბაზს, ყინულის მოედანს. ობიექტი თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს.

  • შპს ლეგიონი

    კომპანია 2013 წელს დაფუძნდა, მისი დირექტორი გიორგი ჩაკვეტაძეა. 100%-იანი წილის მფლობელი კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ტიტალ დასენია. წილზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის თანახმად კი 20% წილის მფლობელი სომხეთის მოქალაქე გეორგი არაბიანი უნდა გახდეს. ტიტალ დასენი IX და X მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ქართული ოცნების წევრის ისკო დასენის შვილია.

  • შპს ასპრია ონლაინ

    დაფუძნდა 2011 წელს. მისი დირექტორი ოთარ თავყელიშვილია, წილები კი ასე ნაწილდება ლევან ქაჯაია -5% გურამ გოგუა - 25% მურმან ხაზალია და ოთარ თავყელიშვილი 70%. სავაჭრო მარკა ასპრია ფიტნესი. 3 ფილიალი თბილისში აქვს 1 კი ბათუმში

  • შპს მონიო

    დაფუძნდა 2001 წელს. დირექტორი დავით შავერდაშვილი. 100%-იანი წილის მფლობელი კი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. სავაჭრო მარკა: ოლიმპიკი. ობიექტი მოიცავს აუზს, სატრენაჟორო დარბაზს,  სასპორტო სკოლა