აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმაჯეი დი ვენსმა თურქეთი, აზერბაიჯანი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც ირანის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაში ვაშინგტონს ეხმარებიან.
„თუ გადავხედავთ თურქეთს, აზერბაიჯანს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს... ბევრი ქვეყანა ზოგჯერ არ ისურვებს ამის საჯაროდ განცხადებას, მაგრამ პირად დონეზე ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ირანელების დასჯაში“, – განაცხადა ვენსმა.
ამასთან, ვენსს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას უწევენ ჩამოთვლილი ქვეყნები შეერთებულ შტატებს.
ვენსის განცხადება აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების გამწვავების ფონზე გაკეთდა. თეირანს ადრე განუცხადებია, რომ ვაშინგტონთან შუამავლების მეშვეობით კონტაქტებს მოლაპარაკებებად არ მიიჩნევს, ვიდრე აშშ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას არ დაიწყებს.
19 აგვისტოს თეირანმა რეგიონის ქვეყნები გააფრთხილა, მხარი არ დაუჭირონ აშშ-ის მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანის წინააღმდეგ „ყველაზე გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ირანს მხარდაჭერას გაუწევენ, ეკონომიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდებიან.
მანამდე, დღეს, რუსეთის უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ TRIPP-ის პროექტის ფარგლებში ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიების სომხეთში გამოჩენის რისკს ხედავს.