ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება ვერ შეძლო. 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ გამართულ ბრძოლაში დვალიშვილი რუს პიოტრ იანთან დამარცხდა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.

მეტოქეები ოქტაგონზე ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდნენ. მათი პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში გაიმართა და გამარჯვება დვალიშვილმა მოიპოვა. 2025 წლის დეკემბერში, UFC 323-ზე, იანმა ქართველ მებრძოლს საჩემპიონო ტიტული ჩამოართვა. მესამე დაპირისპირებით მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:1 გახდა იანის სასარგებლოდ.

35 წლის დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და ტიტული სამჯერ დაიცვა. ქართველ მებრძოლს კარიერაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მათ შორის შონ ო’მალის, ჟოზე ალდოს, ჰენრი სეხუდოს, უმარ ნურმაგომედოვისა და კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ.