გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ის თანამშრომელთა პროფკავშირი IG Metall მასშტაბური გაფიცვების დაწყებით იმუქრება. პროფკავშირის განცხადებით, გაფიცვები 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება, თუ კომპანიის ხელმძღვანელობა ოქტომბრის ბოლომდე კოლექტიური შრომითი შეთანხმებების გაუქმების გადაწყვეტილებას არ გადახედავს.
IG Metall-ის მთავარი მომლაპარაკებლის, თორსტენ გრეგერის განცხადებით, პროფკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კომპანიის ფინანსური პრობლემების თანამშრომლებზე გადაკისრებას. კოლექტიური შეთანხმებებით გათვალისწინებული თანამშრომლები ძველი ხელშეკრულებების აღდგენასა და ხელფასების 5%-ით გაზრდას მოითხოვენ.
მოქმედი შეთანხმება, რომელიც გაფიცვების ჩატარებას კრძალავს, 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება.
კონფლიქტი Volkswagen-ის მიერ ხარჯების შემცირების გეგმებს უკავშირდება. კომპანიის ხელმძღვანელობა ხარჯების ოპტიმიზაციის გზებს ეძებს, მათ შორის გერმანიაში ქარხნების შესაძლო დახურვას განიხილავს. აღნიშნული ნაბიჯები ჩინური ავტომწარმოებლების მხრიდან მზარდ კონკურენციას უკავშირდება.