ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ათასობით ადამიანმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააპროტესტა.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ილონ მასკსა და მის დეპარტამენტს მინიჭებული აქვს ზედმეტად ფართო უფლებამოსილება. საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესს ჩარევისკენ და ტრამპისა და მასკის გადაწყვეტილებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

1tv.ge