ურსულა ფონ დერ ლაიენმა სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვის წინადადება წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა.

„ჩვენ პირველად წარვადგენთ წინადადებას, რომ ევროკავშირში შესვლა აეკრძალოს ნებისმიერ პირს, ვინც ომის დაწყებიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „ევროპა დახურული დარჩება ყველასთვის, ვისაც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობა მიუღია“.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ტანკერს, 90-მდე ბანკსა და კრიპტოპლატფორმას მოიცავს.

სანქციების 21-ე პაკეტის შესახებ ევროკომისიის წინადადება განსახილველად და დასამტკიცებლად ევროკავშირის საბჭოს წევრ ქვეყნებს გადაეცათ.

ipn.ge