საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, 2026 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნა წინა წელთან შედარებით დღეში 1.56 მილიონი ბარელით (bpd) შემცირდება.
ერთი თვით ადრე ანალიტიკოსები დღეში 1.05 მილიონი ბარელით შემცირებას ვარაუდობდნენ. ამგვარად, პროგნოზი დღეში 510 000 ბარელით გაუარესდა.
IEA აღნიშნავს, რომ 2026 წლის პროგნოზის გაუარესება განპირობებულია ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკირებით, რაც, მიწოდების შემცირების გარდა, ნავთობის ფასების ზრდის შედეგია.