დონატელა ვერსაჩემ ამერიკულ რითეილერ Revolve Group-თან პარტნიორობით ახალი, დამოუკიდებელი პროექტი დააანონსა. ამის შესახებ გამოცემა Vogue წერს.
„Revolve იზიარებს ჩემს მთავარ ხედვას: კულტურა სწორედ ურთიერთკავშირებიდან იბადება. ჩვენი მიზანია, ეს კავშირები ახალი ხმით, ახალი იმიჯითა და ახალი ენერგიით შევქმნათ“, — განაცხადა ვერსაჩემ.
Revolve Group-ის ორ პლატფორმაზე (Revolve და Fwrd) 1 600-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 1,23 მილიარდ დოლარს მიაღწია. Revolve Group ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს.
ეს პროექტი დონატელასთვის პირველი მასშტაბური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც 2025 წლის მარტში მან Versace-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა დატოვა. ჯანი ვერსაჩეს და ამ პოზიციას 30 წლის განმავლობაში იკავებდა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მან ბრენდის მთავარი ელჩის (ამბასადორის) როლი მოირგო, კრეატიული დირექტორის სავარძელი კი დარიო ვიტალეს დაუთმო. თუმცა, ვიტალე Versace-ში დიდხანს ვერ გაჩერდა და პოსტი იმავე წლის დეკემბერში დატოვა. 2026 წლის სექტემბერში კი ვიტალე Emporio Armani-ს ჩაუდგა სათავეში, ის ამ თანამდებობაზე პირველია, ვინც არმანის ოჯახის წევრი არ არის.