2026 წლის იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან საქართველოს ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში 1 448 823 ლარი იყო მობილიზებული.
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ მოქალაქე ჯარიმას 30 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, მას 40-ლარიანი საურავი ეკისრება.
ამასთან, ხაზინის მონაცემებით, 2026 წლის რვა თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში მიღებული შემოსავალიც.
კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ამ მიმართულებით ბიუჯეტში 404 833 865 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი 272 513 866 ლარს შეადგენდა.