საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ამის შესახებ Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები მიუთითებს.
მიმდინარე სეზონში, სერია A-ში კვერნაძემ 4 მატჩი ჩაატარა და მოედანზე ჯამში 356 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ESPN-ის მონაცემებით, კვერნაძეს „ფროზინონეს“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 5 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი აქვს.
კვერნაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი იტალიის თასზე, სადაც „იუვე სტაბიასთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.