ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ თურქეთი რჩება საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ამ

კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, რომელიც ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობა სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროებში.

ხაზგასმით აღინიშნა მშვიდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.