უნგრეთი ვაშინგტონს რუსული ნავთობის შესყიდვების გამო სანქციებზე გამონაკლისის დაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მან ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა თხოვნით, რომ გარდამავალ პერიოდში უნგრეთისთვის რუსული ენერგორესურსების შესყიდვასთან დაკავშირებული შესაძლო სანქციებისა და ტარიფებისგან გამონაკლისი დაეშვათ.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ხელისუფლება რუსულ ენერგორესურსებზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებასა და ნავთობის იმპორტის დივერსიფიცირებას განაგრძობს. თუმცა, ამ ეტაპზე უნგრეთის ენერგეტიკული სისტემა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნისთვის მოქმედი სანქციებისგან გამონაკლისი 21 ნოემბერს იწურება. ამასთან, გამონაკლისის ვადის ამოწურვა ავტომატურად არ ნიშნავს უნგრეთისთვის სანქციებთან დაკავშირებული ზომების დაწესებას – ამისთვის აშშ-ის მხრიდან ცალკე გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

ამასთან, უნგრეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების მიზნით ალტერნატიული გზებს განიხილავს, მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად ხორვატიის გავლით ნავთობის მიწოდებაც სახელდება.