ნავთობის ძირითადი ნიშნულების ფასი სამშაბათის ვაჭრობისას გაიზარდა.

23:59 საათისთვის ICE Futures Europe-ზე Brent-ის ნოემბრის ფიუჩერსი 1.38%-ით, 1.38 დოლარით გაიზარდა და ბარელის ღირებულებამ 101.72 დოლარი შეადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად Brent-ის ფიუჩერსის ფასი 3.40%-ით, 3.53 დოლარით შემცირდა და 100.34 დოლარამდე ჩამოვიდა.

ამავე დროისთვის, New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსი 1.07%-ით, 0.99 დოლარით გაძვირდა და ბარელის ფასმა 93.36 დოლარი შეადგინა.

წინა სავაჭრო სესიაზე WTI-ის ფიუჩერსის ფასი 3.86%-ით, 3.71 დოლარით შემცირდა და 92.37 დოლარი შეადგინა.