The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად განიხილავს უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის კანდიდატურას გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე. ვაშინგტონს სურს, რომ ის აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი მხარდაჭერით წარდგეს.
წყაროების თანახმად, იდეა პირველად სწორედ აშშ-მა წამოაყენა და ორბანს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები ამ წინადადების მიმართ დადებითად არიან განწყობილები, ხოლო ოფიციალური განცხადება და მხარდაჭერა აშშ-ის შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ იგეგმება.
მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის (აშშ, ჩინეთი, რუსეთი) შესაძლოა კონსენსუსი შედგეს, ორბანის კანდიდატურას შესაძლოა მკაცრი წინააღმდეგობა შეხვდეს დასავლეთის სხვა მოკავშირეებისგან (მაგალითად, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან), რომლებსაც ვეტოს უფლება აქვთ.
მოქმედი გენმდივნის, ანტონიუ გუტერიშის ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება.