აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი ამბობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სატარიფო გეგმამ შესაძლოა, ინფლაცია გააძლიეროს. ამის შესახებ Reuters წერს.
მისი თქმით, რიგმა ფაქტორებმა ახალი საიმპორტო ტარიფები შესაძლოა, ფასების მდგრად ზეწოლამდე მიიყვანოს.
„როცა ვიცით, რომ მოვლენა ერთჯერადია, თეორიის მიხედვით, მას მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ და ამ შემთხვევაში Fed-ს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება არ სჭირდება... მაგრამ უნდა ვიყოთ დარწმუნებული რამდენიმე ასპექტში: გადაიქცევა თუ არა ეს მოვლენათა სერიაში. თუ ტარიფების ზრდა გაგრძელდება, ამას უკვე მნიშვნელობა ექნება და რაც მართლაც გასათვალისწინებელია, ეს გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინებია. საინტერესოა, რამდენად მდგრადი იქნება ინფლაციური ზეგავლენა,“ - აცხადებს პაუელი.
მისი თქმით, ამ ფაქტორების გარდა, გასათვალისწინებელია ის კონტექსტიც რომ აშშ მეტად მაღალი ინფლაციის პერიოდიდან გამოვიდა და ჯერ კიდევ არ დაბრუნებია 2%-იან მდგრად საფუძველს.
თუმცა Fed-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ინფლაციისთვის ხელი არ შეუწყვია, არამედ გლობალური ზრდის შენელება და საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესახებ Fed–ის გადაწყვეტილება გამოიწვია.