"გიზ-გიზს" წელს სვანეთის შემდგომ გუდაურმა უმასპინძლა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფესტივალი მეორე წელია იმართება.
როგორც "კომერსანტს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალის ფარგლებში, გუდაურში კვების ზონა და სამეწარმეო ბაზარი მოეწყო, სადაც მეწარმეებს საშუალება აქვთ წარმოადგინონ თავიანთი პროდუქტები.
"„გიზ-გიზის“ ფარგლებში მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ქართველი დიჯეებმა იზრუნეს. „გიზ-გიზი“ ზამთრის სათხილამურო კურორტებზე, საერთაშორისო ჩემპიონატების პერიოდში ტარდება და საქართველოს სამთო კურორტების პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას", - წერს ადმინისტრაცია.
„გიზ-გიზი“ გუდაურში, სნოუბორდ კროსის დისციპლინაში, მსოფლიო თასის ეტაპის დასკვნითი საერთაშორისო ღონისძიების პერიოდში ჩატარდა.