"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაკავებული ირაკლი კუპრაძის და კიდევ სამი პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და სამი ახალგაზრდა ლიდერი, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე, რეჟიმის მსახურმა პოლიციამ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ დააკავა!მოვითხოვ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აქვე გაფრთხილებთ - ბიძინას პოლიციური ტერორი მალე დამთავრდება ამ ქვეყანაში და ყველა ამ უსამართლობაში მონაწილე პირი უმკაცრესად დაისჯება!" - წერს მამუკა ხაზარაძე.