„დინამო თბილისის“ 16 წლის ფეხბურთელის, საბა ხარებაშვილის გადაბირებით „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა. საბას მიმართ ინტერესს ასევე „ლივერპული“, „ბაიერნი“, „ნაპოლი“ და მადრიდის „რეალი“გამოხატავენ, – ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ში ფრანგული გვერდი PSGINSIDE-ACTUS-ი ავრცელებს.

„ხარებაშვილი 2008 წლის 3 სექტემბერს თბილისში დაიბადა და კარიერული საფეხურები სწრაფად გაიარა. „დინამო თბილისის“ ძირითად შემადგენლობაში სადებიუტო თამაში 2024 წლის 26 აპრილს, 15 წლის ასაკში ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც 2021 წლიდან საქართველოს უმაღლეს ლიგაში უთამაშია. ამან საშუალება მისცა, 2024 წლის ივლისში, 15 წლის ასაკში მოხვედრილიყო კონფენერს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში. ამით საბა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ისტორიაში, რომელსაც უეფა-ს საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობა მიუღია.

ხარებაშვილი (1.84 მ სიმაღლე) მარცხენა ფეხით თამაშობს და დაცვაში ყველა პოზიციის ათვისება შეუძლია. მას კარგი ტექნიკა და გრძელი პასი აქვს. ეს თვისებები მას სრულყოფილ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც შეუძლია, სხვადასხვა სათამაშო სქემას მოერგოს.

პსჟ ერთადერთი კლუბი არაა, რომელიც ხარებაშვილით ინტერესდება. ახალგაზრდა მცველისამი დაინტერესება ევროპულმა გრანდებმა გამოხატეს – მადრიდის „რეალმა“, „ლივერპულმა“, მიუნხენის „ბაიერნმა“, „ნაპოლიმ“ და „ბარსელონამ“. ამ რბოლას „ლივერპული“ ახლახან შეუერთდა. შესაძლოა, პსჟ-ში კვარაცხელიას მისვლამ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს“, – წერს PSGINSIDE-ACTUS-ი.

1tv.ge