რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ორგანომ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჯორჯესკუს მაისში დაგეგმილი არჩევნების განმეორებით ტურში მონაწილეობა აუკრძალა. ჯორჯესკუს კანდიდატურის დამტკიცების მომხრმე კომისიის ოთხი წევრი იყო, ხოლო წინააღმდეგი ათი.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმა არადემოკრატიულად შეაფასეს, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს.

ცესკო-ს ვერდიქტის შემდეგ 24-საათიანი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ოფიციალური აპელაციის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც კიდევ 48 საათი აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. საბოლოო გადაწყვეტილება ჯორჯესკუს კანდიდატურისთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოაცხადოს არაუგვიანეს 12 მარტისა.

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, 22 პროცენტით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. მოგვიანებით კალინ კორჯესკუმ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი განმეორებით არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე.

ჯორჯესკუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ექვსი ბრალდებით მიმდინარეობს, მათ შორის ფაშისტურ ორგანიზაციაში წევრობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ჯორჯესკუ ყველა ბრალდებას უარყოფს.

1tv.ge