ნორვეგიის მეფე 53 წლის მემკვიდრე პრინცი ჰააკონ VIII გახდა - ის მეფე მას შემდეგ გახდა, რაც მამამისი, ჰარალდ V, გარდაიცვალა, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ჰააკონის უფროსი შვილი ახლა მემკვიდრე პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა და ტახტის მემკვიდრეა.
ჰააკონი ჰარალდის უმცროსი შვილია. ის ტახტის მემკვიდრე 1991 წელს მისი ბაბუის, მეფე ოლავის გარდაცვალების შემდეგ გახდა.
ცნობისთვის, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ის გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია.