შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო  სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის გაქურდვა სცადა, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სამართალდამცველებმა ის ადგილზე, ბრალდებულის
სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს