ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სისხლის იშვიათი დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ნორვეგიის სამეფო სასახლის ცნობით, ჰარალდ V პარასკევს ოსლოს ეროვნულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასახლის სახურავზე სამეფო დროშა დაშვებულია.
BBC-ი წერს, რომ ტახტზე 35 წლიანი მმართველობის შემდეგ, ჰარალდ V-ს ახასიათებენ, როგორც პოპულარულ და რეფორმატორ ფიგურას, რომელმაც მონარქიის მოდერნიზება მოახდინა, უბრალო ადამიანზე დაქორწინებით ტრადიციები დაარღვია და ნორვეგიის ყველაზე რთულ მომენტებში გამაერთიანებელი ფიგურის როლი შეასრულა.
სამეფო ოჯახის წევრების თქმით, ის იყო უბრალო, პატივცემული და საყვარელი ადამიანი. მას აღწერენ, როგორც ერის „ბაბუას“ და „სახალხო მეფეს“.
ჰარალდის მემკვიდრე მისი ვაჟი, ჰააკონი გახდა.