საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს.

“ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

https://x.com/pm_kobakhidze/status/2092272758134587789?s=48&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს