აჭარული ხაჭაპური ყველის საუკეთესო კერძების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. პოპულარული კულინარიული პლატფორმა TasteAtlas მას ყველითა და კვერცხით მომზადებულ, აჭარის სანაპირო რეგიონიდან წარმოშობილ ტრადიციულ კერძად აღწერს.

რეიტინგში პირველი ადგილი ბერძნულ საგანაკის ერგო, ხოლო მესამე პოზიციაზე არგენტინული პროვოლეტაა.

ათეულში კიდევ ერთი ქართული კერძი ხაჭაპური  მეშვიდე ადგილზე მოხვდა. რეიტინგში ასევე წარმოდგენილია მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურები მე-13 და მე-16, გურული  26-ე, იმერული - 34-ე, სვანური 38-ე, ოსური 58-ე, ნადუღი 69-ე, ხოლო გებჟალია 82-ე ადგილზე.