დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს იწყებს. მისი მეტოქე მონტენეგროა. მატჩი ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე 19:30 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პიველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

შეხვედრის მნიშვნელობაზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელებიც საუბრობენ და ჩვენც დავამატებთ: პირველი ეტაპის შემდეგ A და B ჯგუფების სამ-სამმა საუკეთესო გუნდმა ექვსგუნდიანი ჯგუფი შექმნა. ქულები ყველას გადაჰყვა, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორე-მესამეებს მონტენეგრო და უკრაინა ინაწილებენ, საქართველოს, პორტუგალიასა და საბერძნეთს 3-3 მოგება აქვთ და ცხრილის მეორე ნახევარში არიან.

ვრცლად 1tv.ge - ზე