ნავთობის მსოფლიო ფასებმა ორშაბათს ვაჭრობისას ძლიერი ზრდა აჩვენა გასული კვირის ბოლოს დადებითი დინამიკის შემდეგ.

დღეს დილით, ICE Futures ბირჟაზე, Brent-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი გაიზარდა 4,27 დოლარით (4,59%) და შეადგინა 97,36 დოლარამდე ბარელზე. 

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) WTI ნავთობის ივლისის ფიუჩერსები გაიზარდა 3,96 დოლარით (4,37%) და შეადგინა 94,50 დოლარამდე ბარელზე. 

გასულ კვირას Brent-ის ნავთობის ფასი 2,16%-ით, ხოლო WTI-ს 3,64%-ით გაიზარდა.