ესპანელმა მილიარდერმა ამანსიო ორტეგამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კომპანიის, Inditex SA-ს დამფუძნებელმა, პარიზში საოფისე შენობა შეიძინა, რითაც 2022 წლის შემდეგ ევროპაში საოფისე უძრავი ქონების ყველაზე მასშტაბური გარიგება განახორციელა.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მილიარდერის აქტივების მმართველმა Pontegadea–მ Capital 8 კომპლექსისთვის დაახლოებით 800 მილიონი ევრო გადაიხადა. მანამდე მედიასაშუალებები იტყობინებოდნენ, რომ თანხამ შესაძლოა 850 მილიონ ევროს მიაღწიოს.