გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპული საბჭოს მომავალ სამიტზე ლიდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. სარეპარაციო სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირონ.
„ჩვენ ამის გაკეთება ომის გახანგრძლივებისთვის არ გვსურს, არამედ მის დასასრულებლად“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
ფრიდრიხ მერცის წინადადება, უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსებისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდება.
„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზრდება“, - აღნიშნა მერცმა.