კოლუმბიის უნივერსიტეტის აეროზოლების სპეციალისტის, მირანდა ჰაკის, ხელმძღვანელობით მომუშავე გუნდმა დაადგინა, რომ გლობალური დათბობის შესამცირებლად სტრატოსფეროში აეროზოლების გაფრქვევას (SAI) წინ სერიოზული ლოგისტიკური, საინჟინრო და პოლიტიკური დაბრკოლებები ეღობება, რის გამოც აღნიშნულ პროექტს უკიდურესად ფრთხილად უნდა მოეკიდონ.
- ჩვენი პლანეტაზე დათბობას პროცესი ისევ საშიში ტემპით მიმდინარეობს და მეცნიერები ამ პროცესის შენელების მიზნით კვლავ აგრძელებენ სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავებას.
გეგმა ის სტრატოსფეროში ისეთი აეროზოლების გაფრქვევას მოიცავს, რომლებიც მზის სინათლის ნაწილს უკან, კოსმოსში აირეკლავენ და შესაბამისად პლანეტის ზედაპირამდე სითბო მოღწევას შეუშლიან ხელს, ეს იგივეა რაც მზის ხელოვნური დაბნელება.

ეს იდეა შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ის ბუნებრივ მოვლენას ეფუძნება: როდესაც ვულკანის ამოფრქვევის დროს სტრატოსფეროში დიდი რაოდენობით ფერფლის გაფრქვევა ხდება, ამას მოკლევადიანი გამაგრილებელი ეფექტი მოჰყვება — ფერფლი და მტვერი მზის სხივების ნაწილს ბლოკავს. (თუმცა ამოფრქვევებს ასევე თან ახლავს სათბურის გაზების გამოყოფაც, ამიტომ გრძელვადიან პერიოდში ვულკანიზმმა შეიძლება პლანეტის გათბობა გამოიწვიოს.)
ამ დაკვირვების საფუძველზე მეცნიერებს შექმნეს ჰიპოთეზა, რომ ატმოსფეროში გარკვეულმა აეროზოლების გაფრქვევამ შეიძლება ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობის ეფექტები შეამციროს.
SAI-ის (Stratospheric aerosol injection) კომპიუტერულმა მოდელებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენეს, მაგრამ მკვლევართა თქმით, ეს მოდელები აუცილებლად არ ასახავს იმას, რაც შეიძლება რეალურ პირობებში მოხდეს.
"მიუხედავად იმისა რომ SAI-ის სიმულაციები საკმაოდ დახვეწილია, ისინი მაინც იდეალიზებულია, რეალობაში კი უამრავი რამ არსებობს რაც შეიძლება მოხდეს და შედეგების დიაპაზონიც ბევრად აღემატება ნებისმიერ პროგნოზებს" - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ატმოსფერული ქიმიკოსი და აეროზოლების სპეციალისტი ვ. ფეი მაკნილი.
მკვლევრებმა SAI-ის განხორციელების შედარებით რეალისტური სურათის შექმნაც სცადეს. აღმოჩნდა რომ, ყველაზე ოპტიმალური სტრატეგია ერთიანი, საერთაშორისო კოორდინაციით მოქმედი ცენტრალიზებული ორგანიზაციის მიერ მთელი დედამიწის მასშტაბით აეროზოლის ერთდროული, კონტროლირებადი გაფრქვევა იქნებოდა, თუმცა დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება ამ დონის საერთაშორისო თანამშრომლობის საშუალებას არ იძლევა.
ალტერნატიული ვარიანტი — SAI-ის რამდენიმე დამოუკიდებლად მოქმედი მცირე ჯგუფის მიერ განხორციელებაა, თუმცა ეს პლანეტის არათანაბარ გაციებას გამოიწვევს და ეფექტიც ბევრად ხანმოკლე იქნება.

შემდეგი საკითხი მასალის არჩევას და მისი მოპოვების სირთულეს ეხება. მკვლევართა დასკვნით თეორიულად ყველაზე ეფექტური შეიძლება ბრილიანტისა და ცირკონის მტვერი აღმოჩნდეს, მაგრამ პროექტისთვის საჭირო ნივთიერებების რაოდენობით უზრუნველყოფა დღევანდელ გლობალურ წარმოებისთვის პრაქტიკულად გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს. ალტერნატიული ვარიანტის კირქვა და გოგირდი წარმოადგენს, თუმცა ისინი გაცილებით ნაკლებად ეფექტური იქნება.
გარდა ამისა მეცნიერების ნაწილი შიშობს, რომ დიდ სიმაღლეებზე აეროზოლის გაფრქვევა მნიშვნელოვნად შეასუსტებს პოლარული ოზონის ფენას.
საბოლოოდ, ყველა მონაცემების ანალიზი მიუთითებს, რომ გაცილებით მეტი კვლევა და მომზადებაა საჭირო, სანამ SAI -ს პროექტი ნაწილობრივ მაინც მიუახლოვდება რეალურ, განხორციელებად სტრატეგიას.