ბრიტანულმა ფინტექ სტარტაპმა Revolut-მა ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ დიდ ბრიტანეთში სრული საბანკო ლიცენზია მიიღო, - ამის შესახებ Financial Times-ი წერს.

პრუდენციული რეგულირების ორგანომ(PRA) ორი წლის წინ ლიცენზიის გაცემისას დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. 2024 წლის ივლისში, Revolut-მა, რომელსაც დიდ ბრიტანეთში 13 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ქვეყანაში ოპერირების ნებართვა მიიღო შეზღუდვებით, რომლებიც დეპოზიტებს 50 000 ფუნტ სტერლინგამდე ზღუდავდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო ინსტიტუტები, როგორც წესი, სრულ ლიცენზიას საწყისი ნებართვის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში იღებენ, Revolut-ის ლოდინი გაჭიანურდა, ნაწილობრივ სტარტაპის ზომის გამო. გარდა ამისა, ლიცენზირების პროცესი მთავრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, აღნიშნავს FT.

ვრცლად interfax - ზე