ამბავი ასეთია: მასშტაბური გაციფრულების წყალობით ახლა შეგვიძლია ვნახოთ, როგორ მუშაობდა და ვინჩი საუკუნეების წინ — რენესანსის ეპოქის ოსტატის ორიგინალი სკეტჩებიდან 1000-ზე მეტი გვერდი ხდება ხელმისაწვდომი ისე, რომ მუზეუმში სტუმრობაც არ მოგიწევთ. როცა აქამდე აღნიშნული მხოლოდ სამეცნიერო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი…

მილანის ამბროსიანას ბიბლიოთეკამ ლეონარდო და ვინჩის ნახატებისა და ჩანაწერების კოლექციის Codex Atlanticus-ის სრული დიჯიტალიზაცია დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მჭიდროდ შეფუთული გვერდების დასტები მაღალი გარჩევადობით ონლაინ რეჟიმში გახადა ხელმისაწვდომი. ეს კი ამგვარი პირველი შემთხვევაა.

Codex Atlanticus 12 დიდ ტომს მოიცავს და 1100-ზე მეტ ორმხრივ ფურცელს, რომლებიც დაახლოებით 40 წლის მანძილზე იქმნებოდა, 1470-იანი წლების ბოლოდან ლეონარდოს სიცოცხლის ბოლო წლებამდე. ეს გვერდები მე-17 საუკუნეში კოლექციონერმა შეკრიბა და სწორედ მან შეურჩია კოდექსს სახელიც. საინტერესოა, რომ აღნიშნული ლეონარდოს ინტელექტუალური ცხოვრების ყველაზე ვრცელი ჩანაწერია, რომელიც ისეთ სფეროებს ეხება, როგორებიცაა ხელოვნება, ინჟინერია, მათემატიკა, ანატომია, კარტოგრაფია…

ახლა კი ნამუშევრების გაციფრულებით საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, ეზიარონ ლეონარდოს სამყაროს, რომელიც შეულამაზებელი სამუშაო გვერდებით, ნახატებითა და ნახევრად დაუსრულებელი იდეებით არის სავსე.

 

წყარო: marketer.ge