2026 წლის 14 იანვრიდან ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) გარეთ მცხოვრები ვიზიტორებისთვის ლუვრში შესვლა 32 ევრო ($37) ეღირება.
წინასწარი გათვლით ფასის ზრდა ყოველწლიურად დამატებით 15-20 მილიონ ევროს (დაახლოებით 17-23 მილიონ დოლარს) შემატებს მუზეუმის ბიუჯეტს, რომელიც, პრესსპიკერის თქმით, "ლუვრის მოდერნიზაციასა და განახლებაში ჩაიდება, რათა მუზეუმის სტრუქტურული პრობლემები მოგვარდეს".

მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმში გატარებული სულ რამდენიმე საათისთვის ეს ფასი შეიძლება ძვირად მოგეჩვენოთ, ეს ტურისტებს ნამდვილად არ შეაჩერებს, რადგან ფასს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც საქმე ისტორიაში ყველაზე იშვიათი და ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას ეხება.

ფასის ზრდის მიუხედავად, ლუვრი არ დაიკავებს ყველაზე ძვირი ბილეთის მქონე მუზეუმის ტიტულს; ეს ტიტული შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ბილტმორის რეზიდენციას ეკუთვნის.

ვანდერბილტების სასახლე, ჩრდილოეთ კაროლინა, შეერთებული შტატები

ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება წლის განმავლობაში $70-დან $130-მდე მერყეობს, ონლაინ შეფასებებს თუ დავუჯერებთ, მხოლოდ ორსაათიანი ვიზიტისთვის ზოგს 150 დოლარზე მეტიც გადაუხდია.

ბილტმორის მამული ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი კერძო საკუთრებაა, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონ ვანდერბილტ II-მ 1889-1895 წლებში ააშენა. მამულში შედის 250-ოთახიანი ფრანგული რენესანსის სტილის შატო და მისი მიმდებარე მამულები. სახლის მშენებლობაში 1 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა, რითიც ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახლია. მამული კვლავ ვანდერბილტების ოჯახის საკუთრებაში რჩება. საზოგადოებისთვის 1930 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ტურისტულ სანახაობად იქცა.

სამხედრო-საზღვაო მუზეუმი, პორტსმუტი, დიდი ბრიტანეთი

ერთ-ერთი ყველაზე ძვირი დამთვალიერებლისთვის ინგლისში მდებარე სამხედრო-საზღვაო მუზეუმია, პორტსმუთის ისტორიული გემთმშენებელი საწარმო. ის ერთ-ერთი უძველესი სამხედრო-საზღვაო გემთმშენებელი საწარმოა და სამეფო ფლოტის მთავარი ბაზა იყო 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. კომპლექსი მოიცავს ბრიტანეთის საზღვაო მემკვიდრეობას - ცნობილ ისტორიულ გემებს. გემთმშენებელ საწარმოში ვიზიტი ერთ ადამიანზე 61 დოლარი დაგიჯდებათ, თუმცა შეფასებების მიხედვით, მუზეუმში შესვლა ნამდვილად ღირს.

კალიფორნიის მეზნიერებათა აკადემია, სან ფრანცისკო, შეერთებული შტატები

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემია არის, სან-ფრანცისკოში მდებარე, კვლევითი ინსტიტუტი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საბუნებისმეტყველო მუზეუმი. 2008 წელს განახლებული კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს აკვარიუმს, პლანეტარიუმს, ტროპიკული ტყის გუმბათს და ბევრ სხვა სანახაობას. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულთათვის ბილეთის ფასი 60 დოლარია, მუზეუმი იშვიათი და განსაკუთრებული ადგილია, როგორც დიდებისთვის ისე პატარებისთვის.

ივ სენტ ლორანის მუზეუმი, მარაკეში, მოროკო

მარაკეშში, მაროკოში, ივ სენ ლორანის მუზეუმი ცნობილი მოდის დიზაინერისადმი მიძღვნილი ორი მუზეუმიდან ერთ-ერთია. მეორე პარიზში, ივ სენ ლორანის მოდის სახლის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. პიერ ბერჟეს, დიზაინერის ბიზნესპარტნიორისა და თქმით, "ბუნებრივი იყო მაროკოში ივ სენ ლორანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მუზეუმის აშენება, რადგან ის თავისი ტანსაცმლის ფერებითა და ფორმებით კი ამ ქვეყანას ძალიან ბევრს უმადლის". მუზეუმში შესვლა 170 დირჰამი, ანუ დაახლოებით 47 დოლარი ღირს.

საგრადა ფამილია, ბარსელონა, ესპანეთი

საგრადა ფამილია უნიკალური ტაძარია თავისი წარმოშობითა და დანიშნულებით. გენიალური არქიტექტორ ანტონი გაუდის შემოქმედების ნაყოფი, პროექტი ცნობილია როგორც ხალხის მიერ ხალხისთვის შექმნილი. ტაძრის მშენებლობის პროცესს ბარსელონაში უკვე ხუთი თაობა აკვირდება, მისი დასრულება მომავ წელს იგეგმება. რადგან საგრადა ფამილიას მშენებლობა მთლიანად ვიზიტორების მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება, ტაძრის და მისი კოშკების დათვალიერება 50 ევრო დაგიჯდებათ. ხოლო თუ ტაძართან ერთად გაუდის დაპროექტებული ბარსელონას სხვა ღირშესანიშნაობების - გუელის პარკის, ბატლიოს სახლის და ლა პედრერას(მილას სახლი) დათვალიერება მოგინდათ ეს 150 ევრო დაგიჯდებათ.

bm.ge