უმსხვილესი ფრანგული ნავთობკომპანია TotalEnergies, პარტნიორ Tree Energy Solutions-თან და იაპონურ Osaka Gas-თან, Toho Gas-თან და Itochu-სთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სინთეტიკური მეთანის შექმნაზე იმუშავებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ოსაკას და ტოჰოს კომპანიები სინთეტიკური თხევადი გაზის მთავარი მიმღებები ან დაკონტრაქტებული მყიდველები იქნებიან, რაც 2030 წლისთვის იაპონიის ემისიების შემცირების მიზნის ნაწილია.
მეთანი - ასევე ცნობილი როგორც ბუნებრივი გაზი - როგორც წესი, მიწიდან მოიპოვება, თუმცა მისი ქიმიური ფორმირებაც შესაძლებელია. წვის დროს სათბურის აირებს სინთეტიკური მეთანიც გამოყოფს, თუმცა ის ნაკლებად დამაბინძურებლად ითვლება მისი წარმოების უფრო სუფთა პროცესისა და CO2-ის ხელახალი გამოყენების გამო.
საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება ობიექტზე 2027 წელს იქნება მიღებული, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2030 წელს არის დაგეგმილი.
Total-სა და პარტნიორ TES-ს პროექტის 33.35% ერგებათ, ხოლო დარჩენილი 33.3% იაპონურ ფირმებზე გადანაწილდება.