მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა ფილიპინებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში შედგა.

რუბიოსა და ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 37 წუთს გაგრძელდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა „აშშ-რუსეთის ურთიერთობები და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების აუცილებლობის საკითხი“ განიხილეს.

შეხვედრაზე რუბიოსთან ერთად აშშ-ის მხარეს სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ელისონ ჰუკერი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სერგიო გორი წარმოადგენდნენ.

ასევე, ლავროვთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსეი დრობინინი.

ipn.ge