მდგრადი კორპორაციული მოთხოვნა პრემიუმ გადაყვანის სეგმენტებზე და ავიაკომპანიების მკაცრი დისციპლინა ტევადობის მართვაში, მეოთხე კვარტალში ავიაბილეთების ფასებს სტაბილურად მაღალ დონეზე შეინარჩუნებს – ამას მოწმობს საკონსულტაციო კომპანია Advito-ს ანგარიშის „Q4 Travel Price Index“ მონაცემები.
ანალიტიკოსების აზრით, გადამზიდავები იძულებულნი არიან მკაცრად გააკონტროლონ ადგილების ტევადობა საავიაციო საწვავის მუდმივად მაღალი ფასების გამო. ეს მათ საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ მაღალი მოგების მარჟა კორპორაციულ სექტორში სტაბილური აქტივობის ფონზე, განსაკუთრებით პრემიუმ კლასებში.
Advito-ში ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ბიზნესკლასის ბილეთების ფასები ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით გაიზრდება ყველა რეგიონში, ზოგიერთ შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად გაუსწრებს ეკონომკლასის ბილეთების ზრდას.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე