ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Jaguar Land Rover-მა (JLR) მეორე ფინანსურ კვარტალში  კიბერშეტევის გამო წარმოების შეჩერების ფონზე, წმინდა ზარალი მიიღო.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ივლის-სექტემბერში წმინდა ზარალმა 559 მილიონი ფუნტი სტერლინგი (734 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 283 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოგება დაფიქსირდა.

გადასახადების გადახდამდე ზარალმა 723 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა 398 მილიონი ფუნტის მოგების წინააღმდეგ.

შემოსავალი 24%-ით, 4.9 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე შემცირდა.

ვრცლად Interfax - ზე