იტალიაში მოგზაურობის მსურველები ახალი გადასახადისთვის უნდა მოემზადონ, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ აპირებს ოვერტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

იტალიის მრავალი ქალაქი უკვე სტუმრებიდან თითო ღამეში 5 ევრომდე იღებს, მაგრამ მთავრობა განიხილავს ერთიანი გადასახადის შემოღებას სასტუმროს ნომრის ღირებულებაზე.

ამ ინიციატივას მხარს უჭერს იტალიის ტურიზმის მინისტრი დანიელა სანტანჩე. მისი აზრით, ეს მოუტანს დამატებით შემოსავალს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს, რომლებიც ბიუჯეტის დეფიციტს განიცდიან, ასევე შეამცირებს ვიზიტორების რაოდენობას და ზეწოლას გადატვირთულ კულტურულ ობიექტებზე.

ერთიანი გადასახადი ეკონომ ნომრებზე, რომელთა ღირებულებაც 100 ევრომდეა ღამეში 5 ევროა, ხოლო ისეთ სასტუმრო ნომრებზე, რომელთა ღირებულებაც 100 ევროდან 400 ევრომდე ტურისტული გადასახადი 10 ევრო იქნება.

მაღალი კლასის ნომრისთვის, რომელთა ფასიც 400-დან 750 ევრომდეა გადასახადი 15 ევროს შეადგენს.  ხოლო იმ სასტუმრო ნომრებზე, რომელთა ღირებულება 750 ევროდანაა ტურისტული გადასახადი 25 ევროს შეადგენს.

ოვერტურიზმის პრობლემა ბოლო თვეებში აქტიურად განიხილება ევროპაში: მაგალითად, ვენეციაში გამოცხადდა შესასვლელი 5 ევრო, კემბრიჯი განიხილავს ტურისტული ჯგუფების მოცულობის და რაოდენობის შეზღუდვას, ხოლო ბარსელონას სურს აკრძალოს ბინების გაქირავება უცხოელებზე.

avianews