2025 წელს AI-ვებგვერდების გლობალურმა ტრაფიკმა 125.7 მილიარდს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 46%-ით მეტია. AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე ვიზიტების დაახლოებით მეხუთედი კი მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, მოდიოდა. კერძოდ, აშშ-ში AI-ვებსაიტებზე ტრაფიკმა 25.7 მილიარდი შეადგინა.

ონლაინ პლატფორმა Visual Capitalist-მა AITools.xyz-ის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელთა მოსახლეობაც AI-ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილ ვებგვერდებს ყველაზე დიდი სიხშირით იყენებს. AITools.xyz-ის მონაცემები 9,500-ზე მეტი AI-ინსტრუმენტის ვებსაიტზე SEMrush-ისა და Ahrefs-ის მიერ აღრიცხულ ტრაფიკს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ აღნიშნული რეიტინგი არა ვებგვერდის მომხმარებლების, არამედ ვიზიტების რაოდენობას ითვლის. მონაცემები ასევე არ მოიცავს მობილურ აპლიკაციებში განხორციელებულ სესიებს და მხოლოდ ვებგვერდების მონაცემებს ითვლის.

რეიტინგის უპირობო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც AI-ინსტრუმენტების ვებსაიტებზე 2025 წელს დაახლოებით 25.7 მილიარდი ვიზიტი დაფიქსირდა. ეს კი გლობალური ტრაფიკის დაახლოებით მეხუთედია. აშშ-სა და მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთს შორის შესამჩნევი სხვაობაა. კონკრეტულად, აშშ-დან AI-ინსტრუმენტების ვებგვერდზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ინდოეთის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

მესამე ადგილს კი ბრაზილია იკავებს — 2025 წელს AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე 7 მილიარდი ვიზიტით. შედეგად, მხოლოდ რეიტინგის პირველ სამეულზე — აშშ-ზე, ინდოეთსა და ბრაზილიაზე — მსოფლიო მასშტაბით AI-ინსტრუმენტების ვებგვერდებზე განხორციელებული ვიზიტების დაახლოებით 36.5% მოდის.

ვრცლად forbes.ge-ზე