ირანში, უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ, ქვეყნის ადმინისტრირებისთვის ლიდერთა საბჭო შეიქმნა.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან ცნობილი სასულიერო პირი, 67 წლის აიათოლა ალირეზა არაფი, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარე ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეი.

ირანის თანახმად, ალირეზა არაფის სამთავრობო ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამავდროულად, ხამენეის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ამჟამად ის ექსპერტთა ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეა და გავლენიანი მეურვეთა საბჭოს წევრია, რომელიც არჩევნებში კანდიდატებსა და პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ამოწმებს.

ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ თუ უზენაესი ლიდერი ხელისუფლებაში აღარ არის, მისი მოვალეობები 88-წევრიანი ექსპერტთა ასამბლეის მიერ ახალი ლიდერის არჩევამდე დროებითმა ლიდერთა საბჭომ უნდა შეასრულოს, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელისგან და მეურვეთა საბჭოს მაღალი რანგის სასულიერო პირისგან.

ამასთან, Reuters -ის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ახალ მეთაურად აჰმად ვაჰიდი დაინიშნა.

მისი წინამორბედი, გენერალი მოჰამედ პაკპური, შაბათს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების დროს დაიღუპა.

www.interpressnews.ge