აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უარყოფს ირანის ინფორმაციას ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით.

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„„ლინკოლნი“ არ დაბომბილა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკელი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

1tv.ge